ფეხბურთი

19:35 | 25.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

“ფიორენტინამ” დაცვა ბასანტათი გააძლიერა

 

ფლორენციის “ფიორენტინამ” არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი ხოსე მარია ბასანტა შეიძინა. ამ ინფორმაციას “იების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.

იტალიელებმა 30 წლის არგენტინელის ყოფილ კლუბთან – მექსიკურ “მონტერეისთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს. ფლორენციელებმა სამხრეთამერიკელი 3.5 მილიონ ევროდ შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ ბასანტა “მონტერეიში” 2008 წლიდან თამაშობდა. მექსიკის ჩემპიონატის გასულ სეზონში, არგენტინელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:01 | 06.12.2018
ogafa (10220)

საოცარი გოლები

0.065488