იტალიურმა “ფიორენტინამ” “ჰამბურგის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, მილან ბადელი დაიმატა. ტრანსფერი “იების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
იტალიურმა კლუბმა 25 წლის ხორვატ ფეხბურთელში, 3.5 მილიონი ევრო გადაიხადა.
ნახევარმცველი, “ჰამბურგში” 2012 წლიდან თამაშობდა და 60 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი