ფლორენციის “ფიორენტინას” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის – ჟერემი მენეზის გადაბირება სურს. იტალიური მედიის ცნობით, ფრანგის სამსახურით “იების” დამრიგებელი ვინჩენცო მონტელაა დაინტერესებული.
27 წლის ფრანგს პარიზელებთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. გადაწყვეტილია, რომ პსჟ მენეზთან აღარ ითანამშრომლებს. ამგვარად, “ფიორენტინა” “რომას” ყოფილ ნახევარმცველს ხელში უფასოდ ჩაიგდებს.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, მენეზმა 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.