ფეხბურთი

13:07 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” ჟულიო სეზარის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

იტალიური “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა სერიოზულადაა დაინტერესებული ინგლისის “ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” ბრაზილიელი მეკარის, ჟულიო სეზარის შეძენით.

Sky Italia-ს ცნობით, ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება ჩემპიონშიფის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 33 წლის ბრაზილიელი დაბალ დივიზიონში თამაშს არ აპირებს და კლუბის გამოცვლას ნებისმიერ შემთხვევაში გეგმავს. მის ამ სურვილს “ქუინზ პარკ რეინჯერსშიც” ეთანხმებიან, რადგან არ სურთ ჟულიო სეზარისთვის მაღალი ხელფასის გადახდა.

მეკარის მიმართ ინტერესს ლონდონის “არსენალი” და იტალიური “ნაპოლიც” იჩენდნენ, თუმცა, პირველი მაინცდამაინც არ ჩქარობს, მეორემ კი, შეთანხმებას პეპე რეინასთან მიაღწია. სწორედ ამიტომ, გამოცდილი მეკარის შეძენის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ვინჩენცო მონტელას გუნდს აქვს.

ჟულიო სეზარი დიდი ხნის განმავლობაში მილანის “ინტერში” თამაშობდა და სერია A-ში 200-ზე მეტი მატჩი დაუგროვდა. ის “ქუინზ პარკ რეინჯერსში” შარშან გადავიდა.

0.139002