ფლორენციის “ფიორენტინას” დონეცკის “შახტარის” ფორვარდის – ედუარდოს გადაბირება სურს. იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, “იებმა” 31 წლის ხორვატი ხელში უფასოდ ჩაიგდონ.
ედუარდოს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ფლორენციელები თავდამსხმელს 2-წლიან კონტრაქტსა და სეზონში მილიონ ევროს სთავაზობენ. სადღეისოდ, ედუარდო ეროვნული ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება და გადაწყვეტილებას ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ედუარდოს გადაბირება “ტრაბზონსფორსა” და “ფლამენგოსაც” სურთ.