“ჰამბურგის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა, ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ მისთვის კონტრაქტის გაწყვეტა, უდიდესი მოულოდნელობა იყო.
“გუნდის სპორტულ დირექტორ ოლივერ კროიცერისგან სატელეფონო მესიჯი მივიღე. შეხვედრას მთხოვდა. მიუნხენში ვიყავი და იქ ჩამომაკითხა. მეგონა, მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით უნდა გვესაუბრა, მაგრამ მოულოდნელად, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ მაუწყა. ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა”, – გაიხსენა ტორსტენ ფინკმა.