ჭადრაკი

23:08 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე 3 ტურით ადრე...

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 5.0 ქულით წინ მასპინძლები – აბჯიიტ კუნტე (2439) და სანტოშ ვიდიტი (2602) გაიჭრნენ.

ქართველ მოჭადრაკეთაგან უკეთესი შედეგი ლევან ფანცულაიას (2606) გააჩნია, რომელმაც შვიდ ტურში 4.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 ადგილზეა. რაც შეეხება მიხეილ მჭედლიშვილს (2639), იგი 4.0 ქულით მე-20 პოზიციაზე დამკვიდრდა.

მე-7 ტურში ქართველები შავი ფიგურებით ითამაშებენ. ფანცულაია ფილიპინელ ოლივერ ბარბოსას (2564) გაეჯიბრება, ხოლო მჭედლიშვილი – ბანგლადეშელ ალ-რაკიბ აბდულას (2518).

0.114318