ჩოგბურთი

16:16 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში დამარცხდნენ

ისრაელის ქალაქ ნეთანიაში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის ფინალში წარუმატებლად ითამაშეს ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ და რუსმა ანასტასია პრიბილოვამ.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძე და პრიბილოვა პირველი განთესვის მქონე ავსტრიულ-ჩეხურ დუეტს (კიონიგი-სტეფკოვა) დაუპირისპირდნენ და 3:6, 2:6 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში ბოლქვაძე ხსენებულ პია კიონიგთან 5:7, 1:6 დამარცხდა.

შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში თამარ ჭალაგანიძემ და უკრაინელმა ვერონიკა სტოტიკამ მე-3 რეიტინგით მოასპარეზე ეგვიპტურ-რუსულ ტანდემთან (აბუ ზეკრი-მიხეევა) 3:6, 2:6 წააგეს.

ერთეულთა პირველ წრეში ჭალაგანიძე ბრიტანელ ფრანჩესკა სტივენსონს ვერ გაუმკლავდა – 2:6, 0:6.

0.117115