ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოკრივეები ორ ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ. შეგახსენებთ, რომ მედლები დავით ნანავას (49 კგ.) და კონსტანტინე ხვისტანს (69 კგ.) ნახევარფინალში გასვლით ჰქონდათ განაღდებული, მეტის მიღწევა კი მათ ვეღარ მოახერხეს.
ფინალში გადასასვლელ შერკინებაში ნანავა ბულგარელ ზდრავკო მინაილოვთან დამარცხდა, ხოლო ხვისტანს რუსმა ტამერლან მაგომედოვმა აჯობა.
როტერდამში რინგზე ზაურ ხურციძე (56 კგ.), ალეკო ლურსმანაშვილი (60 კგ.), ჯემალ შალამბერიძე (64 კგ.), ირაკლი ქათამაძე (75 კგ.), გიორგი გიორგაძე (81 კგ.), გიორგი ურჯუმელაშვილი (91 კგ.) და დემურ მაჭარაშვილიც (+91 კგ.) გავიდნენ, თუმცა, ისინი კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ.