კალათბურთი

21:02 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში “დინამო” და “სოხუმი” ითამაშებენ

 

დასასრულს მიუახლოვდა მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მე-9 მემორიალი. დასრულდა ჯგუფური ტურნირი და ფინალში ასპარეზობის უფლება “დინამომ” და “სოხუმმა” მოიპოვეს. ფინალური შეხვედრა სპორტკომლექს “არენაში”, 24-ში 17:00 საათზე დაიწყება. ბოლო ფინალისტი “არმია” – “სოხუმის” შეხვედრაში გამოვლინდა. შეხვედრამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. შედარებით უკეთ სოხუმელი კალათბურთელები გამოიყურებოდნენ და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით - 68:58. ზღვისპირელთა გამარჯვებაში ლომის წილი სოხუმელმა უკანახაზელმა, მალტელმა ლეგიონერმა ჯოშუა ჯექსონმა შეიტანა, რომელმაც ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა დააგროვა. ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა სოხუმელთა კიდევ ერთ ლეგიონერ, ჯერემი სიმენს, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა და 13 მოხსნა დაფიქსირდა.

არმიელთა შორის ყველაზე შედეგიანი ფორვარდი, მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელმაც 17 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

გთავაზობთ ამ შეხვედრის ტექნიკურ შედეგს:

“არმია” – “სოხუმი” – 58:68

მეოთხედები

11:10

13:18

22:19

12:21

 

 

 

0.329505