ჩოგბურთი

0:32 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტის მესამე წრე

დავიდ ფერერის სარეიტინგო შანსი

 უიმბლდონის ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ენდი მარეი წლევანდელი შეჯიბრების მესამე წრეში გავიდა. მსოფლიო კლასიფიკაციის მეორე ნომერმა, 26 წლის შოტლანდიელმა 3 სეტით ტაივანელ იენ-სუნ ლიუს 6:3, 6:3, 7:5 სძლია და მომდევნო ეტაპზე ესპანელ ტომი რობრედოს დაუპირისპირდება.

ბრიტანულ-ტაივანურმა შეხვედრამ 2 საათს გასტანა. ენდიმ 4 ბრეიკი და 11 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში მეორედ დაამარცხა 29 წლის ტაივანელი (თავად ერთი მატჩი აქვს წაგებული აზიელთან).   

როჯერ ფედერერის წაგებამ დავიდ ფერერს რეიტინგში დაწინაურების შანსი მისცა. სადღეისოდ ვალენსიელი მისი საჩოგბურთო კარიერის საუკეთესო, მეოთხე პოზიციაზეა და თუკი წლევანდელ უიმბლდონზე წარმატებით გამოვა, მესამე ადგილამდე აღზევდება. ის კი არა, თუკი მარეი ადრეულ ეტაპზე ჩამოშორდა შეჯიბრებას და დავიდმა მაქსიმალურად წინ წაიწია, ესპანელს ნოვაკ ჯოკოვიჩის კვალში ჩადგომის შანსიც აქვს...

შეგახსენებთ, მეორე წრეში ფერერი თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტის შეხვდება.

0.134919