თამაშგარე

12:11 | 20.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგის ხორვატიული ოღრაშობანი

მას შემდეგ, რაც ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ფილიპო ინძაგი ფოტომოდელ და მსახიობ ალესია ვენტურას დაშორდა, მისი პირადი ცხოვრების ამბები სულ უფრო ხშირად ჩნდება იტალიური ”ყვითელი” პრესის ფურცლებზე. ტაბლოიდებს ყველაფერი აინტერესებთ რაც ”პიპოს” გარშემო ხდება და საინტერო ამბებსაც ადვილად იგებენ.
დაახლოებით ორი კვირის წინ, ფილიპო ინძაგი სპეციალური მიწვევით, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებს სწვევია. ყოფილი გოლეადორი ხორვატიაში მცხოვრებ იტალიელებს მიუწვევიათ და გულთბილი შეხვედრების შემდეგ მშვენიერი ლხინიც გამართულა. კარგი მოლხენის შემდეგ კი, ფილიპოს ორი ლამაზმანისათვის გამოუკრავს ხელი და თავის ნომერში აუცუნცულებია.
სასტუმროს იმ ნომერში რა მოხდა და როგორ მოხდა, ამის მიხვედრა რა თქმა უნდა ძნელი სულაც არაა, მაგრამ როგორც ამ ყველაფერის ერთ-ერთი მხილველი ირწმუნება, შეზარხოშებული ინძაგი საკმაოდ თამამად იქცეოდა და ქალებსაც საჯაროდ ეარშიყებოდა. ქალებს კი ფილიპო ინძაგისთანა პერსონისათვის “რაღაცეებზე” უარის თქმა რასაკვირველია ძალიან გაუჭირდებოდათ...
 

0.163871