იტალიური "მილანის" ლეგენდამ ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია მისი ყოფილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდეს. ინძაგის თქმით, “მილანმა” 7-ჯერ მოიგო ევროპის უმთავრესი ტურნირი და ამით ყველაფერია ნათქვამი.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა “მილანისთვის” და იმედი მაქვს, ჩვენ ძალას დავამტკიცებთ. პსვ-ს ახალგაზრდული, გამართული გუნდი ჰყავს, თუმცა “როსონერის” სხვა მიზანი აქვს. “მილანი” აუცილებლად მოხვდება ლიგის ჯგუფურ ეტაპზე", _ აღნიშნა Sky Sport Italia-სთან საუბრისას ფილიპო ინძაგიმ.
გიორგი ბალახაძე