იტალიური ფეხბურთის უბერებელ ლეგენდას, ფილიპო ინძაგის, რომელმაც ტრავმა რის ვაი-ვაგლახით მოირჩინა და ახლა “მილანის“ ძირითადი შემადგენლობისაკენ უჭირავს თვალი, ბოლო დროს პირადი ცხოვრება მეტად არეული ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ ვწერდით, რომ “სუპერ-პიპო“ თავის სატრფოს, ალისია ვენტურას დაშორდა და ეს თემა, კარგა ხნის მანძილზე, იტალიური ბულვარული პრესის საჭორაო საგნად იყო ქცეული.
შემდგომში, ცნობილ საყვარელთან დაშორების ფაქტი ფილიპომაც დაადასტურა და ეს თემა, ერთი შეხედვით, დაიხურა. თუმცა, ინძაგი რისი ინძაგი იქნება, მოედანზე თუ მის გარეთ, ყველა რომ არ გააკვირვოს და ეს, რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ მოახერხა, როდესაც მილანის ფართო ქუჩებში ალისია ვენტურასთან ერთად ხელჩაკიდებული დალანდეს.
ფილიპომ თანამემამულე მოკლამეებს განუცხადა, რომ ალისიას წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა და მასთან პატიების სათხოვნელად მივიდა. უფრო მეტიც - “პიპოს“ ალისიასთვის ოფიციალურად ხელიც კი უთხოვია და მიუხედავად იმისა, რომ ვენტურას ინძაგისთვის დადებითი პასუხი მსწრაფლივ არ მიუხლია, ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ “მილანის“ ფეხბურთელები კიდევ ერთ ლამაზ ქორწილს გამოკრავენ ხელს.