კალათბურთი

21:39 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპინების მესამე მარცხი

 

ფილიპინების ნაკრები მიმდინარე მუნდიალზე კარგად თამაშობს, თუმცა, ჯერჯერობით მოგებას ვერა და ვერ ახერხებს და დღეს ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

აზიელები სამქულიანების 50 პროცენტიანი რეალიზაციის წყალობით მთელი მატჩის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ არგენტინას და ასპარეზობის ბედი მეოთხე პერიოდის მიწურულს გადაწყდა. ბოლო წამებზე (არგენტინა 2 ქულით იყო წინ) ფილიპინელთა ნაკრების წევრმა ჯეისონ უილიამმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა, გამოცდილმა არგენტინელმა ანდრეს ნოჩიონიმ კი ორივე ჯარიმა ზუსტად გამოიყენა.

სამხრეთამერიკელთა რიგებში ერთდროულად შვიდმა კალათბურთელმა 8 და მეტი ქულა მოუტანა თავის გუნდს, ფილიპინელთა ლიდერმა, “ბრუკლინ ნეთსში” მოთამაშე ცენტრმა ანდრე ბლატჩმა (210 სმ) კვლავ სოლიდურად იასპარეზა. მან 14 ქულას 15 მოხსნა მიამატა.

არგენტინამ ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო.

A ჯგუფში საფრანგეთმა იოლად მოუგო ეგვიპტეს. სამფეროვნებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ იმარჯვეს, ეგვიპტეს კი ჯერჯერობით წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

სევილია. ჯგუფი B

არგენტინა – ფილიპინები 85:81 (22:25, 21:13, 28:23, 14:20)

 

გრანადა. ჯგუფი A

საფრანგეთიეგვიპტე 94:55 (23:15, 26:11, 19:10, 26:19)

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.115271