მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი ფილიპე ლუისი ტრავმირებულია და ლაზარეთში 4-6 კვირის გატარება მოუწევს. ამის შესახებ Marca იუწყება.
როგორც ირკვევა, ბრაზილიელმა “ბილბაოსთან” მატჩში ფეხის არცთუ მსუბუქი ტრავმა მიიღო და მის მკურნალობას თვე დასჭირდება. ამგვარად, მარცხენაფლანგელი მადრიდის “რეალთან” კოპა დელ რეის მატჩებს გამოტოვებს და “მილანთან” ჩემპიონა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრასაც დააკლდება.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, ლუისმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.