ფეხბურთი

12:39 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე ლუისი გაშვებას ითხოვს

მადრიდის “ატლეტიკოს” მარცხენაფლანგელმა ფილიპე ლუისმა კლუბის ხელმძღვანელებს მისი სატრანსფერო ფასის დაწევა სთხოვა. “მარკას” ცნობით, ბრაზილიელს კლუბის შეცვლა სურს, მის მსურველებს კი, სატრანსფერო ღირებულება აფრთხობთ.

“ატლეტიკო” ფილიპე ლუისის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს ითხოვს. ბრაზილიელის გადაბირებით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” უკვე გადაბარგდნენ დიეგო კოსტა და ტიაგუ მენდეში.

 

0.130699