ფეხბურთი

21:47 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპ ჰარისი: “არსენალს” რონალდუს, ბეილისა და მესის გარდა ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეუძლია”

“არსენალის” ერთ-ერთი მფლობელი ფილიპ ჰარისი “მეთოფეების” სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლონდონური გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა.

“არსენალს” მე-2, მე-3 ან მე-4 ადგილის დაკავება არ სურს. “არსენალი” პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებს.

თუ 2-3 ფეხბურთელს დავიმატებთ, ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა გვექნება. სატრანსფერო ბიუჯეტს ზუსტად ვერ დაგისახელებთ. ვენგერს შეუძლია ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვოს და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეგვიძლია რონალდუს, ბეილისა და მესის გარდა.” – ციტირებს ჰარისის სიტყვებს The Times-ი.

თეგებიარსენალი
0.114835