ჭიდაობა

19:44 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილამ გასული წლის რეიტინგები ჩამოწერა

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2013 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. ძიუდოისტთაგან განსხვავებით, მოჭიდავეებმა, თითოეულ წონით კატეგორიაში, მხოლოდ 15-15 მოწინავე ჩამოწერეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან, საუკეთესო შედეგი გენო პეტრიაშვილს აქვს. ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი 19 წლის მძიმეწონოსანი მეოთხე ადგილზეა. ლევან ქელეხსაშვილი (66 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და დათო ქერაშვილი (96 კგ), თავიანთ წონებში მეხუთე პოზიციას იკავებენ. გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და დათო მარსაგიშვილი (84 კგ) მეშვიდე საფეხურზე დგანან, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) მეცხრეა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, შვიდი წონიდან ორი: 55 და 60 კილოგრამები, ქართველების გარეშე შეივსო. დანარჩენი წონებიდან კი, ყველაზე მაღალი რეიტინგი 84 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ცირეკიძეს აღმოაჩნდა, რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს და საქართველოს ნაკრების წევრთაგან ერთადერთია, ვინც საუკეთესო ათეულში შევიდა. იმავე წონაში, რევაზ ნადარეიშვილი მეთორმეტეა. ასევე მეთორმეტე პოზიციაზე დგას მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე.

საჩინო დავითაია (66 კგ) ფილას რჩეულთა სიაში მეთოთხმეტე საფეხურზე აღმოჩნდა, ხოლო ილია გულბათაშვილი (74 კგ) და მიხეილ ქაჯაია (96 კგ) – მეთხუთმეტეზე.

ქვემოთ, ორივე საჭიდაო სტილის საუკეთესო ხუთეულებსა და სიაში მყოფი ყველა ქართველის რეიტინგს გაეცნობით.

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

55 კგ

1 ჰასან რაჰიმი (ირანი)

2 ამიტ კუმარი (ინდოეთი)

3 ნარიმან ისრაპილოვი (რუსეთი)

4 სეზარ აკგული (თურქეთი)

5 რასულ კალიევი (ყაზახეთი)

7 გიორგი ედიშერაშვილი

 

60 კგ

1 ბეკხან გოიგერეევი (რუსეთი)

2 ვლადიმერ დუბოვი (ბულგარეთი)

3 მასუდ ესმაილპურჟუბარი (ირანი)

4 ბარჯანგი (ინდოეთი)

5 არტურ არაქელიანი (სომხეთი)

9 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

 

66 კგ

1 დავიდ საფარიანი (სომხეთი)

2 ლივან ლოპეს აზკაი (კუბა)

3 მაგომედ კურბანალიევი (რუსეთი)

4 მანდახნარან განზორიგი (მონღოლეთი)

5 ლევან ქელეხსაშვილი

 

74 კგ

1 ჯორდან ბაროუზი (აშშ)

2 ესადულა აკბარი (ირანი)

3 რაშიდ ყურბანოვი (უზბეკეთი)

4 ალი შაბანოვი (ბელარუსი)

5 იაკობ მაქარაშვილი

 

84 კგ

1 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)

2 რეინერის სალას პერესი (კუბა)

3 ეჰსან ლაშგარი (ირანი)

4 იშტვან ვერები (უნგრეთი)

5 თეიმურაზ ფრიევ ნასყიდავა (ესპანეთი)

7 დათო მარსაგიშვილი

 

96 კგ

1 რეზა იაზდანი (ირანი)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 პავლო ოლეინიკი (უკრაინა)

4 ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

5 დათო ქერაშვილი

 

120 კგ

1 ხაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი)

2 ალენ ზასეევი (უკრაინა)

3 ტაჰა აკგული (თურქეთი)

4 გენო პეტრიაშვილი

5 ტერველ დლაგნევი (აშშ)

 

ბერძნულ-რომაული

 

55 კგ

1 ვონ-ჩოლ იუნი (ჩრდილოეთ კორეა)

2 გიუ-ჯინ ჩოი (სამხრეთ კორეა)

3 პეტერ მოდოში (უნგრეთი)

4 რომან ამოიანი (სომხეთი)

5 ივან ტატარინოვი (რუსეთი)

 

60 კგ

1 ივო ანგელოვი (ბულგარეთი)

2 ივან კუილაკოვი (რუსეთი)

3 ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი)

4 სეუნგ-ჯაე ვუ (სამხრეთ კორეა)

5 ალმატ კებისპაიევი (ყაზახეთი)

 

66 კგ

1 ჰან-სუ რიუ (სამხრეთ კორეა)

2 ისლამბეკ ალბიევი (რუსეთი)

3 ფრენკ სტაბლერი (გერმანია)

4 სანდიპ იადავი (ინდოეთი)

5 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

14 საჩინო დავითაია (საქართველო)

 

74 კგ

1 ჰიონ-ვუ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 რომან ვლასოვი (რუსეთი)

3 არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)

4 ემრაჰ კუსი (თურქეთი)

5 მარკ მადსენი (დანია)

15 ილია გულბათაშვილი

 

84 კგ

1 ტალებ ნარიმან ნემატპური (ირანი)

2 ჰასან სამან ტაჰმასები (აზერბაიჯანი)

3 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)

4 ჯავიდ ჰამზატოვი (ბელარუსი)

5 დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი)

9 გიორგი ცირეკიძე

12 რევაზ ნადარეიშვილი

 

96 კგ

1 ნიკიტა მელნიკოვი (რუსეთი)

2 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

3 ბალაშ კიში (უნგრეთი)

4 შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი)

5 მეჰდი ალიარი ფეიზაბადი (ირანი)

15 მიხეილ ქაჯაია

 

120 კგ

1 ჰეიკი ნაბი (ესტონეთი)

2 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

3 ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი)

4 იოჰან მაგნუს ეურენი (შვედეთი)

5 მიჰალი დეკ ბარდოში (უნგრეთი)

12 გურამ ფერსელიძე

 

 

0.150417