NBA-ს კლუბ “ფილადელფია სიქსერზის” ხელმძღვანელობა მზადაა 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედა კალათბურთელი მაიკლ კარტერ-უილიამსი გუნდიდან გაუშვას, რათა 2014 წლის დრაფტზე გუნდისთვის ბევრად უფრო საჭირო, პერსპექტიული მცველის, დანტე ეკზამის აყვანის უფლება მოპიოვოს.
ამის შესახებ ცნობას აშშ-ს მასმედია ავრცელებს.
მაიკლ კარტერ-უილიამსმა 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში “ფილადელფია სიქსერზის” რიგებში 70 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 16,7 ქულა, 6,7 შედეგიანი პასი და 6,2 მოხსნა გააკეთა.