კალათბურთი

19:04 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ჯექსონს ნბა-ში დაბრუნება სურს

 

ნბა-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელ ფილ ჯექსონს მომავალ სეზონში ლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს - ინფორმაციას ავრცელებს ESPN Los Angeles. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს "დიდმა' ფილმა" "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მას შემდეგ ისვენებს.

67 წლის სპეციალისტის  უახლოესი მეგობრის განცხადებით ჯექსონს სულაც არ უნდა მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს ლიგაში, არამედ მას გენერალური მენეჯერის ფუნქციების შესრულება უფრო ხიბლავს. რამდენიმე თვის წინათ ფილმა განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს, თუ როგორ უძღვება გუნდის საკადრო პოლიტიკას პატ რაილი "მაიამიში" და თვითონაც სიამოვნებით იმუშავებდა ანალოგიურ პოზიციაზე რომელიმე ამბიციურ კლუბში.

ფილის "ლეიკერსში" გენერალური მენეჯერის სახით დაბრუნება ჯერჯერობით "ძალზე სათუოა".

0.117525