თამაშგარე

16:02 | 2.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფიკოს პატარა ბალოტელი ეყოლება

იტალიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის”, 21 წლის თავდამსხმელის მარიო ბალოტელის ყოფილი მეგობარი გოგონა ფეხბურთელისგან ბავშვს ელოდება.
რომში გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე, 24 წლის იტალიელი მოდელი მომრგვალებული მუცლით გამოცხადდა. ამასთან, ფიკოს წარმომადგენელი ტაბლოიდ Mirror-ისთვის რაფაელას ორსულობის ისტორიის მიყიდვას ცდილობდა.
ბალოტელიმ და ფიკომ, გასული წლის დასაწყისში დაიწყეს ურთიერთობა და ორი თვის წინათ, სპორტსმენის მრავალრიცხოვანი ღალატის გამოაშკარავების შემდეგ დაშორდნენ.
მაგალითისთვის, ფეხბურთელი ძვირადღირებულ მეძავ ჯენიფერ ტომპსონთან ერთობოდა. ასევე, ხმები დადიოდა, რომ მარიო პორნოვარსკვლავებს ჰოლი ჰენდერსონსა და ჰლოი ევანსს ხვდებოდა.


 

0.1735