ფეხბურთი

19:50 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუ: “პერესისთვის არასასურველი მოთამაშე ვიყავი”

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც, მას მადრიდის “რეალის” დატოვება მოუხდა.

“მადრიდში დარჩენა არ შემეძლო, რადგან პრეზიდენტისთვის არასასურველი ფეხბურთელი ვიყავი.

მახსოვს, რომ “ალბასეტესთან” 6:1 მოგებულ შეხვედრაში ვითამაშე. ამის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზე ჯდობა უფრო და უფრო ხშირად მიწევდა.

“რეალთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებდა და კარგი ხელფასიც მქონდა. შემეძლო, სათადარიგოთა სკამზე მშვიდად ვმჯდარიყავი და ხელფასი ამეღო, მაგრამ ახალი თავგადასავლის ძებნა დავიწყე.

ხდება თუ არა დღეს იგივე კასილიასთან დაკავშირებით? არ ვიცი. ჩემს შემთხვევაში, ძირითადში ადგილის დაკარგვის მიზეზი ვიცოდი და ამის გამო, კლუბში დარჩენას აზრი არ ჰქონდა.

ფლორენტინო პერესის იდეებს არ ვიზიარებ, მაგრამ მას პატივს ვცემ. ეჭვგარეშეა, რომ ის ძლევამოსილი და გავლენიანი პიროვნებაა. იმედი მაქვს, ის ყველაფერს კლუბის სასიკეთოდ აკეთებს.” – ციტირებს ფიგუს სიტყვებს Football Espana.

ლუიშ ფიგუ “რეალში” 2000-2005 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც მან მილანის “ინტერს” მიაშურა.

0.135471