ფეხბურთი

13:44 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ვიცე-პრეზიდენტს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი, მისი ოჯახი და გარემოცვა, 2022 წელს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კორუფციულ სკანდალში გაეხვნენ.

ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ის ინფორმაციით, ფიფას აღმასკომის სხდომის მერე, რომელზეც არჩევანი ყატარის სასარგებლოდ გაკეთდა, უორნერმა პირადად მიიღო 1,2 მილიონი დოლარი ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს მოჰამედ ბინ ჰამამს ეკუთვნოდა. უორნერის ორ ვაჟსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ უახლოეს პირს, ამავე სტრუქტურამ საერთო ჯამში 1,12 მილიონი დოლარი ჩაურიცხა.

შეგახსენებთ, რომ ბინ ჰამამსა და უორნერს ფიფას პრეზიდენტის არჩევნების დროს, კარიბის ზღვის აუზის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ, რის შემდეგ, მათ თანამდებობი დატოვეს.

ფიფაში უკვე უარყვეს Daily Telegraph-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა და განაცხადეს, რომ ყატარში მუნდიალის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას კორუფციას ადგილი არ ჰქონია.

 

0.113388