საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 96-ე ადგილზე დარჩა – კონგოსა და ზიმბაბვეს შორის. ხოლო მხოლოდ ევროპული ქვეყნები რომ ავიღოთ, 42-ე ადგილზეა.
რეიტინგში დიდი ცვლილებები მოხდა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. რა თქმა უნდა, გერმანია პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო ესპანეთის ნაკრები, რომელიც 5,5 წლის განმავლობაში პირველი იყო, უკვე მერვე პოზიციაზეა.
აქვე, საუკეთესო ოცეულს გთავაზობთ და ასევე, იმ ნაკრებების პოზიციებს, რომლებიც საქართველოს მეტოქეები იქნებიან შესარჩევ ჯგუფში. გიბრალტარი ფიფას რეიტინგში ჯერ არაა შეყვანილი.
1 (2). გერმანია - 1724
2 (5). არგენტინა - 1606
3 (15). ჰოლანდია – 1496
4 (8). კოლუმბია – 1492
5 (11). ბელგია – 1401
6 (7). ურუგვაი – 1330
7 (3). ბრაზილია – 1241
8 (1). ესპანეთი – 1229
9 (6). შვეიცარია – 1216
10 (17). საფრანგეთი – 1202
11 (4). პორტუგალია – 1148
12 (14). ჩილე – 1098
13 (12). საბერძნეთი – 1091
14 (9). იტალია – 1056
15 (13). აშშ – 989
16 (28). კოსტა რიკა – 986
17 (18). ხორვატია – 955
18 (20). მექსიკა – 930
19 (21). ბოსნია – 917
20 (10). ინგლისი – 911
27 (27). შოტლანდია – 734
61 (69). პოლონეთი - 478
70 (70). ირლანდია – 440
96 (96). საქართველო – 338