ფიფამ ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა და ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გახსნის მატჩში ბრაზილიასთან ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ბრაზილიური გამოცემა Sambafoot-ი იუწყება.
მანჯუკიჩი მსაჯმა მეტოქესთან უხეშობისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი ოფის საპასუხო მატჩში გააძევეს, რომელიც ხორვატებმა 2:0 მოიგეს. გარდა ამისა, ხორვატიის ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს, იოსიპ შიმუნიჩს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ შეუმსუბუქეს. ხორვატი მცველი ისლანდიელებთან მატჩის მერე ნაცისტური ლოზუნგების სკანდირებისთვის დასაჯეს.
ფიფამ ხსენებულ ფეხბურთელებთან ერთად კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ფრედი გუარინისა და ირანელი მეკარე სოში მაკანის დისკვალიფიკაციაც დაადასტურა.