ფეხბურთი

19:19 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ კონფედერაციათა თასის საპრიზო ფონდი გაზარდა

15-30 ივნისს ბრაზილიაში კონფედერაციათა თასის გათამაშება გაიმართება. მოგეხსენებათ, ეს ტურნირი ყოველი მსოფლიო ჩემპიონატის წინა წელს ორგანიზატორი ქვეყნის სტადიონებზე ტარდება და ერთგვარ რეპეტიციას წარმოადგენს მუნდიალის წინ.

წლეულს შეჯიბრში 8 ნაკრები ითამაშებს: ბრაზილია (მასპინძელი), ესპანეთი (მსოფლიო ჩემპიონი), იტალია (რახან ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონიცაა, ევროპიდან ევრო 2012-ის ფინალისტი დაუშვეს), ურუგვაი (კოპა ამერიკას გამარჯვებული), ნიგერია (აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული), იაპონია (აზიის თასის მფლობელი), მექსიკა (კონკაკაფის ოქროს თასის მფლობელი), ტაიტი (ოკეანეთის ერთა თასის გამარჯვებული).

ფიფამ წლეულს ტურნირის საპრიზო ფონდი გაზარდა, 10 მილიონი დოლარი 8 მონაწილეს შორის განაწილდება. გამარჯვებული დაახლოებით 2 მილიონს მიიღებს, ეს 14 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა შეჯიბრზე იყო. მეორე პრიზიორი 1,8 მილიონს, მესამე – 1,5, მეოთხე - 1,25 მილიონს, დანარჩენი 4 ნაკრები კი თითოეული 850 ათას დოლარს მიიღებენ.

0.116815