თამაშგარე

11:27 | 13.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა სპორტული მაისურების “გასექსუალურების” წინააღმდეგია

დღეს მსოფლიოში საფეხბურთო ამუნიციის “გასექსუალურება“ და ნახევრად შიშველი მოდელი გოგონების საფეხბურთო მაისურებით ტანტალი ძალიან პოპულარულია. ამას გარდა, გერმანელებმა შექმნეს სპორტის ფსევდოსახეობა – ”სექს-ფეხბურთი”, რომელსაც შიშველი გოგონები ქვიშაზე თამაშობენ და ალბათ თავადაც ხვდებით, რომ სტადიონზე ადამიანები ”სულ სხვა რამის” სანახავად ივლიან.
ფიფას წარმომადგენელს, უნგრელ ივა არაშის მიაჩნია, რომ საფეხბურთო ამუნიციის სექსუალური მიზნებით გამოყენება ფეხბურთის ავტორიტეტს ბღალავს და სასწრაფოდ არის ზომები მისაღები ამ ყველაფრის ასაკრძალად. როგორც ბატონი ივა ამბობს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში ასე ბევრი ადამიანი ფიქრობს და სულ მალე დაიწყება მუშაობა სპორტული ამუნიციის ”ღირსების გადარჩენისათვის”.
ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების (მათ შორის, რა თქმა უნდა, საფეხბურთო კლუბებისაც) გერბებისა და ემბლემების შებღალვის არძალვას ეხება. ანუ, ევროპაში მცხოვრებ ადამიანს არა აქვს უფლება, რომ, ვთქვათ, მადრიდის ”რეალის” მაისური შეურაცხჰყოს, ან ემბლემას ზედ უხამსი სიტყვები დააწეროს. მაგრამ, რამდენად შესაძლებელია, ლამაზ გოგონებს სპორტული მაისურების ჩაცმა აუკრძალო, ეს ცალკე საკითხია...

0.174501