ჭადრაკი

21:52 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიდე-ს აპრილის რეიტინგი

ფიდე-ს მიერ გამოქვეყნებულ აპრილის რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ნანა ძაგნიძეს (2545) აქვს, რომელსაც ქალთა შორის მსოფლიოში მე-7 შედეგი გააჩნია. ძაგნიძეს მხოლოდ იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2696), იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2617), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2597), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2585), ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2565) და კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2550) უსწრებენ.

კლასიფიკაციის მოწინავე ასეულში კიდევ 8 ქართველი მოჭადრაკე იმყოფება: 19. ბელა ხოტენაშვილი (2492); 34. ლელა ჯავახიშვილი (2464); 48. ნინო ხურციძე (2428); 51. სალომე მელია (2423); 53. სოფიკო გურამიშვილი (2421); 67. ნინო ბაციაშვილი (2394); 69. ნაზი პაიკიძე (2392); 77. სოფიკო ხუხაშვილი (2386);

ვაჟებში ბაადურ ჯობავა (2702) უკვე 47-ე პოზიციაზე გახლავთ დაქვეითებული და იგი პირველ ასეულში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია. რაც შეეხება რეიტინგის მოწინავე ხუთეულს, ის ასე გამოიყურება: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2872); 2. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2809); 3. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801); 4. ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2793); 5. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2786);

გოგონათა მოწინავე ოცდაათეულში სამ ქართველ მოჭადრაკეს ვხედავთ, შემდეგ კი ასეულშიც არავინ სჩანს: 5. ნაზი პაიკიძე (2392); 8. მერი არაბიძე (2355); 29. მარიამ დანელია (2252); გასაკვირი არაა, რომ გოგონებში გამოკვეთილი ჩინელი იიფან ჰოუა (2617), რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, ქალთა შორისაც კი მე-2 საფეხური უკავია.

ბიჭების ასეულში საქართველოს მხოლოდ ზურაბ ჯავახაძე (2448) წარმოადგენს, რომელსაც მე-80 ადგილი უკავია, ლიდერთა სამეული კი ასეთია: 1. ანიშ გირი (ჰოლანდია, 2727); 2. უესლი სო (ფილიპინები, 2701); 3. იანგიი იუ (ჩინეთი, 2675);

0.117749