თებერვლის თვეში ქართველი მსაჯ-კომისრებისგან მხოლოდ 2 მოემსახურება საერთაშორისო თამაშებს. ფიბა-ევროპამ მორიგი დანიშვნების სია შეადგინა, რომელშიც არბიტრი მაკა კუპატაძე და კომისარი მერაბ რატიშვილი მოხვდნენ.
გთავაზობთ მატჩებს, რომლებზეც აღნიშნული ოფიციალური პირები არიან დანიშნულნი:
მაკა კუპატაძე
ქალთა ევროპის თასი. მეოთხედფინალი
6 თებერვალი. მერსინი (თურქეთი)
მერსინი (თურქეთი) – დინამო (კურსკი, რუსეთი)
ქალთა ევროლიგა. ჯგუფური ეტაპი
19 თებერვალი. პოლკოვიცე (პოლონეთი)
პოლკოვიცე (პოლონეთი) – გალათასარაი (თურქეთი)
26 თებერვალი. პრაღა (ჩეხეთი)
უსკ პრაღა (ჩეხეთი) – პარფიუმერის ავენიდა (ესპანეთი)
მერაბ რატიშვილი
ქალთა ევროპის თასი. მეოთხედფინალი
6 თებერვალი.
ბოთაში (თურქეთი) – დინამო (მოსკოვი, რუსეთი)
www.gbf.ge