თამაშგარე

11:18 | 28.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ფეხბურთს სხვა საქმეზე არ გავცვლი“

კარგად დაიმახსოვრეთ სახელი – ნაიელი რანხელი. ეს გოგონა მექსიკის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და საფეხბურთო სპეციალისტები მას დიდ სპორტულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ნაიელის სხეულის უზადო ფერმების გამო, მექსიკელი სამოდელო სააგენტოების ხალხიც დასდევს, მაგრამ გოგონა ამ ეტაპზე მხოლოდ ფეხბურთითაა გატაცებული.
ნაიელი რანხელს ტელეფონზე თურმე ლამის ყოველდღე ურეკავენ სხვადასხვა სამოდელო და ფოტოგრაფიული სტუდიებიდან. მაგრამ მისი პასუხი ერთია: “ამჟამად ფეხბურთის გარდა არაფერი მაინტერესებს და თუკი ფოტოებს გადავიღებ, მხოლოდ გართობის მიზნით. სხვა საქმეს ხელს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოვკიდებ“.
რანხელი ამჟამად მექსიკის ქალთა საფეხბურთო კლუბ “ტიგრილიასის” წევრია და ცოტა ხნის წინ, გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს. მექსიკაში (ისევე, როგორც ამერიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების უმეტეს ნაწილში) ქალთა ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და სპორტის ამ სახეობით მრავალი მექსიკელი დიაცი ინტერესდება.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.065727