ფეხბურთი

11:51 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები უეფას სუპერთასის შემდეგ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს ეწურება. მან უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ პრეზიდენტობაზე კენჭს აღარ იყრის. სიჭინავა პირველად 2009 წლის 1 ოქტომბერს გაპრეზიდენტდა, ხოლო მეორე ვადით – 2011 წლის 22 იანვარს.

არჩევნები 2015 წელს აუცილებლად შედგება, მაგრამ ჯერ უცნობია თარიღი. “მსოფლიოს სპორტის” კითხვაზე თუ როდის აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ზუსტი პასუხი არ გასცა. მისი თქმით, მომავალი არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის ფედერაციას ვადა მომავალი წლის დეკემბრამდე აქვს.

“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ მომავალი არჩევნები დიდი ალბათობით 2015 წლის აგვისტოში, თბილისში უეფას სუპერთასის მატჩის ჩატარების შემდეგ შედგება, ეს მატჩი კი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს ჩატარდება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა რევაზ არველაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და ვლადიმერ გუცაევს სურთ. საფეხბურთო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ დიდი ალბათობით თავის კანდიდატურას ლევან კობიაშვილიც დააყენებს.

ისე, ფეხბურთის ფდერაციის გენერალური მდივნის მხრიდან კარგი გათვლაა. უეფას სუპერთასის მატჩის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ფედერაციის მოქმედ ჩინოვნიკს სხვებთან შედარებით გამარჯვების მეტი შანსი აქვს. მითუმეტეს, თუ არჩევნები ამჟამად არსებული წესდებით ჩატარდება.

 

0.108742