ფეხბურთი

21:37 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ასოციაციამ ფელაინის საკითხის შესწავლა დაიწყო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი, შესაძლოა, რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ამის მიზეზი მანჩესტერულ დერბიში მომხდარი ინციდენტია.

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის შემდეგ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ფელაინიმ საბალეტას შეაფურთხა.

Goal-ის ცნობით, ფეხბურთის ასოციაციამ ინციდენტის შესწავლა უკვე დაიწყო და არაა გამორიცხული, “წითელი ეშმაკების” შუახაზელს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

0.116075