მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ბრაზილიის პარლამენტმა ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცა ბრაზილიის განათლებისა და სპორტის სამინისტროების ერთობლივი კანონპროექტი, რომელიც ამ ქვეყანის საჯარო სკოლებში ფეხბურთის, როგორც სასწავლო დისციპლინის შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიქმნა და მას აქტიურად ლობირებს ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის (აწ უკვე პარლამენტარის), რომარიოს საპარლამენტო ფრაქცია. თუმცა, პარლამენტართა უმრავლესობა ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ასეთ დონეზე პრიორირება, სპორტის სხვა სახეობების უგულველყოფას ნიშნავს.
ინიციატივის ავტორების აზრით, ფეხბურთი ბრაზილიისათვის უკვე ისტორიისა და ცხოვრების წესის ნაწილია. აქედან გამომდინარე, სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებული ადგილი საგანმანათლებლო სისტემაშიც უნდა ეჭიროს. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები კი ფეხბურთის, როგორც სასწავლო საგნის შემოღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.