თამაშგარე

12:13 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი, აქლემი, და კეთილი სულები...

გამარჯვების აღსანიშნავად, ანდა პირიქით, განგებისათვის გამარჯვებების სავედრებლად ცხვრის ან რაიმე ცხოველის შეწირვა არაერთ ქვეყანაში მომხდარა და თავის დროზე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებმაც კი გამოღადრეს საბრალო ცხვარს კისერი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე – აქაოდა, ახლა მაინც გაგვიმართლებსო.

თუმცა, ეგვიპტეში როგორც ჩანს უფრო შორსაც წავიდნენ. ეგვიპტის ერთ-ერთი დაბალი ლიგის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ცხვრის, ქათმის, ხბოს ან რაიმე ეგეთი სულიერის შეწირვა არად ჩააგდეს და მოგებების იმედად ცისქვეშეთის გამგებელს არც მეტი, არც ნაკლები - აქლემი შესწირეს!

დაკლული აქლემის ხორცი ფეხბურთელებმა თურმე იქვე გაინაწილეს და სახლში წააცუნცულეს. ამ ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ინგლისელი მიმოხილველი ირონიით წერს: ”ხორცი ფეხბურთელებმა წაიღეს, კეთილ სულებს კი მხოლოდ ტყავი დაუტოვეს. განა საკმარისია მხოლოდ აქლემის ტყავი გამარჯვევების მოსაპოვებლად?”...

0.113421