თამაშგარე

12:50 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელის თმა 6 ათას ფუნტად

ინგლისის “ჰალში“ მობურთალი ფეხბურთელი, ტომ ჰადლსტოუნი ვერ ვიტყვით, რომ ადრე პოპულარობით განსაკუთრებით გამოირჩეოდა, მაგრამ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე მასზე ლამის მთელი ბრიტანული მედია წერს.

ტომ ჰადლსტოუნის გაპოპულარების მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები ის გახდა, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი თმა გაყიდა. ფეხბურთელს თურმე წინასწარ ჰქონია ნათქვამი, რომ თუკი თმას შევიჭრი - აუცილებლად გავყიდიო და გაყიდა კიდეც!

არ ვიცით ვინ იყო ის გიჟი და გადარეული, ვინც ფეხბურთელის თმა იყიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰადლსტოუნის თმაში მავანმა გიჟმა 600 ათასი გირვანქა გადაიხადა. უცნაურ ხალხს რა დალევს ჩვენს პლანეტაზე...

0.117275