ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელწამყვანი და ყოფილი “მის იტალია 2000” ჯორჯია პალმასი კვლავ თავისუფალი ქალის სტატუსს დაუბრუნდა. ცოტა ხნის წინათ, ლამაზმანი კლუბ “ალბინოლეფეს” ნახევარმცველ დავიდე ბომბარდინის რამდენიმეწლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა.
ჯორჯიასთვის ეს მტკივნეული გადაწყვეტილება იყო. “ჩავთვალეთ, რომ ასე უკეთესი იქნება ჩვენი გოგონა სოფიასთვის, რომელიც ჩემთვის პრიორიტეტულია. ბოლოს მთელმა ოჯახმა ერთად აღვნიშნეთ შობის დღესასწაული, რის შემდეგაც მე ჩემი გზით წავედი, დავიდე - თავისით”, _ აღნიშნა ჯორჯიამ პრესასთან საუბრისას.
ყოფილი “მის იტალია” ამჟამად აპენინებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანია. არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემების წყალობით, არაერთი სასიყვარულო თავგადასავალია მის ბიოგრაფიაში. ბომბარდინისთან ოჯახის შექმნამდე, მას რომანი ჰქონდა იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ კრისტიან ვიერისთან, რომელიც ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ულამაზეს და პოპულარულ ჯორჯიას თაყვანისმცემლები ალბათ უკვე გამოუჩნდა. ვნახოთ, ისევ ფეხბურთელს აირჩევს თანამგზავრად, თუ გულს საბოლოოდ აიცრუებს მათზე.