თამაშგარე

12:06 | 25.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელების ლამაზმანები

ესპანელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გულშემატკივრებმა ფეხბურთელების მეგობარ გოგონათა შორის  საუკეთესოდ, ტამარა გორო დაასახელეს. მომხიბლავი მოდელი 2009 წლის “მის ესპანეთის” მონაწილე და ლისაბონის “ბენფიკას” არგენტინელი ლეგიონერის - ეზეკილ გარაის გერლფრენდია. ულამაზეს ტამარას ხმების 29% ერგო.
მე-2 ადგილს დასჯერდა ინგლისური საფეხბურთო გრანდის, “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი გოლკიპერის - დავიდ დე ხეას მეგობარი გოგონა - ედურნე. მე-3 ადგილზე კი, კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგონა, რუსი ლამაზმანი - ირინა შეიკი გავიდა.
მოგეხსენებათ, როგორ ნადირობენ ლამაზმანები ფეხბურთელებზე. ტოლს არც თავად ფეხბურთელები უდებენ ქალთა სქესს _ წელიწადში და ზოგჯერ თვეშიც კი რამდენჯერმე იცვლიან “გერლფრენდებს”. ამიტომ ასეთი ტიპის გამოკითხვა “არასაიმედოა” და ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ.

 

0.115863