თამაშგარე

9:52 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები უცნაური ვარცხნილობებით

ბრაზილიაში, 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ფოტოგრაფებმა არაერთი ფეხბურთელი მოაქციეს თავის ობიექტივში უცნაური ვარცხნილობებით. როგორც სჩანს, ყველაზე მოდური მათ შორის ე.წ “იროკეზული“ ვარცხნილობაა, რომლითაც თავს იწონებდნენ: ხორვატი დანიელ პრანიჩი, განას ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ასამოა გიანი, არგენტინელი მარკოს როხო, შვეიცარიელი გრანიტ ჯაკი, ჩილელი არტურო ვიდალი და განის ნაკრების მცველი ჯონ ბოი.

როგორც ავღნიშნეთ, და ამაში თავადაც დარწმუნდით, “იროკეზი“ პირველობას არც ერთ ვარცხნილობას არ უთმობს. ე. წ “დალალებს“  ვერ ელევა აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველი კაილ ბეკერმანი. არგენტინის ნაკრების წევრი როდრიგო პალასიო კი, მხოლოდ ერთი, წვრილი ნაწნავით კეფაზე, იწონებდა თავს წლევანდელ მუნდიალზე.

სვირინგებით და მკერდამდე წვერით "იტანჯებიოდა“ პორტუგალიელი რაულ მეირელეში. მისივე თანამემამულე ნანიმ, თავზე არც მეტი, არც ნაკლები, თავისი ნომერი (17) დაიწერა და ვარსკვლავშიც ჩასვა.

ამერიკელი ჯერმეინ ჯონსი კი, რომელიც ადრე თავგადაპარსული იბრძოდა, ბრაზილიაში გრძელი თმით ჩავიდა და მარჯვე ფოტოგრაფმა მისი და განელი “იროკეზი“ ჯონ ბოის შერკინება დააფიქსირა.

0.13913