სხვა

1:01 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ფორმულა 1-ის მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი პრესტიჟული პრემია Laureus World Sports-ის მფლობელი გახდა ნომინაციაში წლის საუკეთესო სპორტსმენი. აღნიშნული ცერემონია მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში 26 მარტის საღამოს შედგა.

საინტერესოა, რომ ფეტელი ნომინანტთა შორის უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა, მიზანს პირველად უწია. ბოლოს ფორმულა 1-ის მრბოლი პრიზის მფლობელი 2004 წელს გახდა და იგი ლეგენდარული მიხაელ შუმახერი იყო.

“ეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ჯილდოა, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია”, - აღნიშნა ფეტელმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

წლის სპორტსმენის ნომინაციაში სებასტიანის კონკურენტები მძლეოსნები უსეინ ბოლტი და მოჰამედ ფარა, კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი და ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ.

კატეგორიაში წლის გუნდი ფეტელის “რედ ბული” პრიზის გარეშე დარჩა და ის მიუნხენის “ბაიერნს” გადაულოცა, რომელმაც სამშაბათს გერმანული ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული შეჯიბრის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაინაღდა.

0.113949