თამაშგარე

11:36 | 9.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო რედონდოს ოჯახი ჟურნალისტიკით დაინტერესდა

მადრიდის ”რეალის” ლეგენდარულმა არგენტინელმა კაპიტანმა – ფერნანდო კარლოს რედონდომ, ესპანურენოვანი ყოველკვირეული სპორტული ჟურნალის გაკეთება გადაწყვიტა. ჟურნალი ესპანეთის გარდა, არაერთ ესპანურენოვან ლათინოამერიკულ ქვეყანაშიც გავრცელდება და ყოფილ ”მადრიდისტას” იმედი აქვს, რომ მისი ჟურნალი პოპულარული სულ მალე გახდება.

ჟურნალის გაკეთების იდეა ფერნანდო რედონდოს მისმა მეუღლემ – ნატალია სოლარიმ მიაწოდა. ნატალია სოლარი ”რეალის” ასევე ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელის – სანტიაგო სოლარის და გახლავთ. ფერნანდომ ნატალია მადრიდში სანტიაგოსთან ერთად თამაშამდე გაიცნო. ფერნანდო რედონსოსა და ნატალია სოლარის შეხვედრა 1993 წელს, ბუენოს-აირესში შედგა და ფეხბურთელი სულ მალე დაქორწინდა კიდეც. ამის შემდეგ კი, რედონდოს უშუალო რეკომანდაციით, ”რეალმა” მისი ცოლის ძმა – სანტიაგო სოლარიც შეიძინა.

ფერნანდოსა და ნატალიას ორი შვილი ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდები არიან და როგორც  ნატალია სოლარი ამბობს, პატარა რედონდოები წამოიზარდნენ და ახალი ჟურნალის შექმნის პროცესში მათი შვილებიც მიიღეებენ მონაწილეობას. ჟურნალს რედონდოების მიერ მოწვეული რედაქტორი უხელმძღვანელებს, მაგრამ მის მართვაში (მთავარი რედაქცია მადრიდში იქნება) უშუალო მონაწილეობას ნატალია სოლარიც მიიღებს. ფერნანდო რედონდოს მეუღლე დარწმუნებულია, რომ მათი ახალი პროექტი ფინანსურად მომგებიანი უახლოეს მომავალში აუცილებლად გახდება. 

0.150654