მოდელი მარია ვიქტორია ლოპესი და ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო მორიენტესი, დაახლოებით ათი წლის წინ შეუღლდნენ. გასული ათი წლის მანძილზე, წყვილმა ბევრი პრობლემა და გაურკვევლობა ერთად გადალახა და ამის გამო, ერთ-ერთმა ესპანურმა ჟურნალმა, ფერნანდო და მისი მეუღლე, ცნობილ ესპანელებს შორის ყველაზე ერთგულ წყვილად დაასახელა.
წლებს თავისი მიაქვს და დღეს, რა გასაკვირია, რომ არც მარია ვიქტორიაა მოდელი და ფერნანდო მორიენტესისთვისაც, დიდი ფეხბურთის “მზე” ჩაესვენა. თუმცა ეს წყვილი, ესპანეთში კვლავ დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობს.
ფერნანდო მორიენტესი, თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად, არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა ესპანური ტელეარხის სტუმარი. როგორც პირინეელი ჟურნალისტები წერენ, მორიენტესი საკმაოდ კარგი მოსაუბრეა და შოუმენის ნიჭიც გააჩნია. ვინ იცის, შეიძლება ეს ნიჭი ფეხბურთელს შემდგომ ცხოვრებაში ახალი საქმის წამოსაწყებადაც გამოადგეს...