ფეხბურთი

19:06 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდინიო: “1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი შესანიშნავად მახსოვს”

“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფერნანდინიოს იმედი აქვს, რომ მისი ეროვნული ნაკრები 1994 წლის მიღწევას გაიმეორებს და მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს.

“იმედი მაქვს, გუნდის წარმატებაში ჩემს წვლილს შევიტან და ვაჩვენებ, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია და იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკუთარ კედლებში მოგებისთვის იბრძოლებს.

დღემდე შესანიშნავად მახსოვს მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატი და მომავალს დიდი იმედებით ვუყურებ.” – ციტირებს ფერნანდინიოს სიტყვებს Globo.

ფერნანდინიო ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2011 წლიდან თამაშობს. 28 წლის შუახაზელის ანგარიშზე 5 სანაკრებო შეხვედრაა.

0.120775