თამაშგარე

13:22 | 25.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონს ძეგლს უდგამენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” კუთვნილ სტადიონ “ოლდ ტრაფორდზე” კლუბის 70 წლის მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ქანდაკებას დადგამენ.
მწვრთნელის 3-მეტრიანი ქანდაკება, “ოლდ ტრაფორდის” ჩრდილოეთ ტრიბუნასთან დაიდგმება, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფერგიუსონის სახელი დაარქვეს. ქანდაკება იმავე სტილში იქნება გადაწყვეტილი, როგორშიც სერ მეტ ბასბის სკულპტურა და კომპოზიცია “წმინდა სამება”.
 

0.144184