21 მარტს, UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის საკითხს განიხილავს. საქმე ეხება “მანჩესტერსა” და “რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მომხდარს.
სერ ალექს ფერგიუსონს, ჩემპიონთა ლიგაზე, გუნდი სათამაშოდ 200-ზე მეტჯერ გაუყვანია და აქამდე, მას მატჩის შემდეგომ გასამართ პრესკონფერენციაზე გამოცხადებაზე უარი არასდროს უთქვამს. 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, ნანის გაძევებით უკმაყოფილო ფერგიუსონმა პრესკონფერენციაზე მისვლაზე უარი თქვა, რითიც UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტს მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი მისცა.
Gუარდიან-ის ცნობით, 21 მარტს გადაწყდება, ფერგიუსონს დისკვალიფიკაციით დასჯიან, ფულადი ჯარიმით, თუ მხოლოდ გაფრთხილებას აკმარებენ.
ინგლისური წყაროს ცნობით, ფერგიუსონის საქმესთან ერთად ნანის წითელი ბარათის საკითხიც განიხილება.