ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თავისი ახლადგამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნის შესახებ ,,სკაი სპორტს’’ ესაუბრა.
,,წიგნი გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს შეიტყოს, თუ რატომ მივიღე ესა თუ ის გადაწყვეტილება კლუბში მოღვაწეობის დროს, ეს წიგნი მათთვისაა’’.
,,მანჩესტერი” უდიდესი კლუბია და ასეთ დიდ გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობა განსაკუთრებულად რთულად შესასრულებელი მოვალეობაა. შევეცადე აღმეწერა იქ გატარებული დრო და წიგნი ,,იუნაიტედის” გულშემატკივრებისთვის ყოფილიყო საინტერესო’’, - განაცხადა ფერგიუსონმა.
შეგახსენებთ, აღნიშნულმა წიგნმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვინაიდან მასში ფერგიუსონმა ღიად გააკრიტიკა სტივენ ჯერარდი და ჯორდან ჰენდერსონი.
დიმიტრი შარიქაძე