ბრიტანული გამოცემის Telegraph-ის თანახმად, სერ ალექს ფერგიუსონი “მანჩესტერ იუნაიტედს" დევიდ მოიესის შემცვლელის მოძებნაში კონსულტაციას უწევს. მას შემდეგ რაც პეპ გვარდიოლამ და იურგენ კლოპმა "მანჩესტერის" ვარიანტი უარყვეს, "წითელი ეშმაკების" ყოფილმა დამრიგებელმა კლუბს კარლო ანჩელოტის კანდიდატურა შესთავაზა.
იტალიელი სპეციალისტის გარდა მანჩესტერელები ჰოლანდიელ ვუის ვან გაალის და მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელის დიეგო სიმეონეს კანდიდატურებსაც განიხილავენ.
გიორგი ბალახაძე