ჰოლანდიური ჰერტოგენბოშის ტურნირზე პირველ ნომრად განტესილი ესპანელი დავიდ ფერერი სასტარტო მატჩშივე დამარცხდა ბელგიელ ქსავიე მალისთან 6:7 (3:7), 3:6. შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 32 წლის მალისმა ერთი ბრეიკი და 10 ეისი შეასრულა. 31 წლის ფერერისა და მალისის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 3:2 გახდა ბენილუქსელის სასარგებლოდ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფერერი გულდაწყვეტილი იყო და განაცხადა, სამწუხაროა, უიმბლდონისთვის სათანადოდ მომზადებას რომ ვერ შევძლებო. “მალისი კარგი ჩოგბურთელია, ბალახის საფარიან კორტზე ყოველთვის მაღალ დონეზე გამოდის და დღეს საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა. მთელი გასული კვირის განმავლობაში ესპანეთში, ჰარდზე ვვარჯიშობდი, ამიტომაც ბალახი კორტზე პრაქტიკა დამაკლდა”, - ვალენსიელი დავიდის ეს სიტყვები АТР-ის მოჰყავს.