ჩოგბურთი

12:41 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერმა ბუენოს აირესში ტიტული დაცვა დაიწყო

მსოფლიო რეიტინგსიის მეხუთე ნომერმა დავიდ ფერერმა ბუენოს აირესის ტურნირზე საჩემპიონო ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო. 31 წლის ესპანელმა არგენტინის დედაქალაქის შეჯიბრების პირველ წრეში ერთი წლით უმცროს კორტის მასპინძელ მაკსიმო გონსალესს 7:6, 6:4 მოუგო. მეორე წრეში ფერერი კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს შეხვდება.

კლასიფიკაციიაში 160-ე საფეხურზე მყოფი გონსალესის დამარცხებას ფერერმა 2 საათი მოანდომა. დავიდი მატჩის საკვანძო მომენტებში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა, მთლიანობაში მატჩი დაძაბული გამოდგა. ფერერის აქტივში 4 ბრეიკი და ერთადერთი ეისია.

ბუენოს აირესის ტურნირის სხვა შეხვედრებს რაც შეეხება, 29 წლის არგენტინელმა ხუან მონაკომ (რეიტინგის 42-ე ნომერი) საპირველწრეო ბარიერი ვერ გადალახა – კლასიფიკაციის 92-ე საფეხურზე მყოფ ესპანელ ალბერტ რამოსთან 7:6, 4:6, 2:6 დამარცხდა. მომდევნო სტადიაზე გავიდნენ ევროპელები, რობინ ჰაასე და ფაბიო ფონინი. 26 წლის ჰოლანდიელმა არგენტინელ მარტინ ალუნდს 6:4, 6:7, 6:3 სძლია, რეიტინგის 14-ე ნომერმა იტალიელმა კი გერმანელ იულიან რაისტერს 2 სეტით, 7:5, 6:2 მოუგო.

0.120343