ჩოგბურთი

22:18 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერერი წინ მიიწევს

 საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი რაფა ნადალი წლევანდელ უიმბლდონს პირველსავე წრეში გამოეთიშა, “როლან გაროსის” ფინალისტმა დავიდ ფერერმა კი საპირველწრეო ბარიერი გადალახა – 31 წლის ვალენსიელმა 27 წლის არგენტინელ მარტინ ალუნდს 6:1, 4:6, 7:5, 6:2 სძლია.

ფერერისა და ალუნდის პირველი ურთიერთშეხვედრა 2 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის მსვლელობისას დავიდმა 6 ბრეიკი და 7 ეისი განახორციელა. ფერერის მომდევნო ოპონენტი მისივე თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება, რომელმაც უიმბლდონის სასტარტო მატჩში რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილს მოუგო.

0.117052